კომპანიის შესახებ

საქართველოს აგრომრეწველობაში ერთერთი უდიდესი კომპანია:
  • 2018 წლიდან ახორციელებს ღორის ხორცის წარმოებას, რაც მოიცავს კომპლექსს დასრულებული ციკლით
  • წარმოება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რომლებიც სრულად შეესაბამება საწარმოო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
  • კომპანიის საქმიანობა სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით: ISO 14001:2015, OHSAS 18001:2007, და ISO 22000:2005, რაც თავის მხრივ ზრდის მომხმარებლის მხრიდან ნდობას და ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას
მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოების ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტი:
  • ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში ჩაშვებულია მეღორეობის კომპლექსი, საკვებდამამზადებელი საწარმო, წყალმომარაგების წერტილი დოზირების და ფილტრაციის სისტემით, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაკლაო
  • იგეგმება ხორცის გადამამუშავებელი კომბინატის გახსნა, რომლის მიზანი იქნება ღორის ხორცის გადამუშავება და საკუთარი სავაჭრო მარკის შექმნა
  • დამუშავების პროცესშია პროექტი მთელი საქართველოს ხორცწარმოების, როგორც ქვეყნის სამრეწველო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილის განვითარების შესახებ