ამა წლის 23-27 აპრილს, ლას ვეგასში ჩატარდა ღონისძიება “2025 U.S. Open Masters Greco-Roman National Championship”, სადაც მონაწილეობნენ ბოლო 5 წლის რეიტინგული სპორტსმენები. მათ შორისაა ჩვენი გუნდის საპატიო წევრი, 6 გზის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილის მკლავჭიდში, ბატონი ზურაბ წიქარიძე. გამონაკლისი არც ეს ღონისძიება გახლდათ. იგი სამშობლოში ოქროს მედალოსნის ტიტულით დაგვიბრუნდა. შეგახსენებთ, მან გასულ წელს ამავე ჩემპიონატზე ასევე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
კომპანია “აშენდი აგრო საქართველო” ულოცავს ჩვენი გუნდის სასახელო წევრს და უსურვებს ულევ წარმატებას!