აშენდი აგრო საქართველოს თანამშრომელი ზურაბ წიქარიძე უნგრეთში გამართულ ვეტერანთა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილს დაეუფლა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 1200 სპორტსმენი 63 ქვეყნიდან, სადაც ზურაბმა გამორჩეული შედეგები აჩვენა:
პირველ შეხვედრაში დაამარცხა უნგრელი მეტოქე ანგარიშით 9-0,
მეორეში – ფინელი 8-0,
მესამეში – ირანელი 2-0.

ფინალური შეხვედრა 1-1 ანგარიშით დასრულდა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება მასპინძელ უნგრელ მოჭიდავეს მიენიჭა.

ზურაბის ვერცხლის მედალი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომა, მიზანდასახულობა და მოტივაცია ყოველთვის ფასდება!
აშენდი აგრო საქართველო ამაყობს მისი წარმატებით და უსურვებს მომავალ გამარჯვებებს!