ხორცპროდუქტების მარკეტი „ალაგი“ – ხარისხიანი ქართული პროდუქციის ახალი ეტაპი

დიდი დიღმის გულში, მირიან მეფის 55 ნომერში, უკვე ექვსი თვეა ფუნქციონირებს ხორცპროდუქტების მარკეტი ალაგი“, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ქართული პროდუქცია.

მუდმივი სიახლეების მოყვარულთათვის „ალაგი“ ამჯერად განახლებულ ასორტიმენტს გთავაზობთ – ხორცთან ერთად მარკეტში დაემატა რძის ნაწარმი და დაფასოვებული ნახევარფაბრიკატები, რაც კიდევ უფრო კომფორტულსა და მრავალფეროვანს ხდის ყოველდღიურ შოპინგს.

ბრენდი არ ჩერდება მიღწეულზე – უახლოეს მომავალში „ალაგი“ გაფართოებას გეგმავს თბილისის სამ ახალ ლოკაციაზე, რათა უფრო მეტი მომხმარებელი დააკმაყოფილოს სანდო და ხარისხიანი პროდუქციით.  ეწვიეთ მირიან მეფის 55-ზე მდებარე მარკეტს, ადევნეთ თვალი ჩვენს სიახლეებს და შეიძინეთ ნატურალური, სანდო ქართული პროდუქცია ყოველდღიურად.